ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოცდებზე გასული აბიტურიენტები საკუთარი შედეგების ნახვას შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და www.online.naec.ge
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 78%.
2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.