კოვიდ 19-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში და ინფიცირებულთა რიცხვი 1104-მდე გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი. მთლიანობაში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან 912 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში 5 936 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 268 ადამიანი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.