

სამართალდამცავებმა შსს-ს გორის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულს ბრალად ედება სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.
საქმეზე გამოძიებას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა აწარმოებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პირი, რომლის გაუპატიურების ბრალდებითაც პოლიციელი დააკავეს, მასთან მეგობრობდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს