საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებ.გვერდის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის 1073 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი და ჯამში, ქვეყანაში კოვიდინფექცია 907-მა მოქალაქემ დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში 5 692 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.