გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1003-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყანაში, კოვიდინფექცია 873-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 პირი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.