

კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი, ციხე-სიმაგრეები, კოშკები - ეს სიმდიდრე მდინარე ძამას ხეობაში მდებარეობს. ქარელის მუნიციპალიტში მდებარე ძამას ხეობაში ისტორულის გარდა, ულამაზეს ბუნებრივ ძეგლებსაც შეხვდებით, მაგალითად - ბატეთის ტბას.
ბატეთის ტბას, ძამას ხეობის მარგალიტსაც უწოდებენ, ტბა განსაკუთრებით ლამაზი სწორედ შემოდგომითაა, როდესაც მის ირგვლივ, არსებული შერეული ტყე რამდენიმე შეფერილობას იღებს.
ტბა ნასოფლარ ბატეთთან მდებარეობს და წყალს ზურმუხტისფერი შეფერილობა აქვს. წყლის ამგვარ ფერს მასში არსებული მცენარე შვიტას დიდი რაოდენობა განსაზღვრავენ. მისასვლელი გზის სირთულის გამო, უამინდობისას გადაადგილება საკმაოდ რთულია, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს ადგილი ყველა სეზონზე გამოირჩევა ვიზიტორების სიმრავლით.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი