

პრემიერის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოს საზღვარს უპირობოდ უხსნის.
საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განცხადება გააკეთა. ჩიქოვანის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს შემდეგ 5 სახელმწიფოსთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საზღვრების გახსნის თაობაზე, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი