ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. მთლიანობაში, ინფიცირების 963 ფაქტია დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განბმავლობაში, 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 841 გახდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 202 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.