

გორიჯვრის ტაძრამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა იგეგმება, - აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც GMnews-მა გაარკვია, ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები ხელისუფლებისა და ეპარქიის წარმომადგენლებს შორის უკვე დასრულდა და სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.
GMnews-ის ინფორმაციით, იგეგმება ცენტრალური გზიდან ტაძრამდე მისასვლელ საფეხმავლო ბილიკზე ბეტონის საფარის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს, განხორციელებას კი, გორისა და ატენის ეპარქია უზრუნველყოფს.
ანანო ხარაიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა აიღო