კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. მთლიანობაში, ინფიცირების 958 ფაქტია დაფიქსირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განბმავლობაში, 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 838 გახდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერრდის - stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3909 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 202 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.