

სასმელი წყლის სტაბილურად მიწოდების მოთხოვნით, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შეხვდა.
გორის მერის განცხადებით, ჭაბურღილის გასუფთავების სამუშაოები დაწყებულია და კონკრეტულ უბანს სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს დღეებში აღუდგება.
„სოფელ მეჯვრისხევში, ერთ-ერთ უბანს ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება. მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, ჭაბურღილის ამორეცხვის პროცესი და მშენებლები გვპირდებიან, რომ რამდენიმე დღეში - სამშაბათს ან ოთხშაბათს კონკრეტული უბნის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი