ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სტალინის N1-ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის აღდგენა დასრულდა.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ძლიერი ქარისგან დაზიანებული მრავალსართულიანი კორპუსის მოსახლეობასაც შეხვდა.
კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდა.
„სამუშაობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვალდებულებების ფარგლებში იმ კომპანიამ აწარმოა, რომელმაც აღნიშნული კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ განახორციელია,“- აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსნებთ, რომ სტალინის N1-ში მდებარე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი ძლიერმა ქარმა მიმდინარე წლის 3 ივნისს გადახადა.