ახალუბნის განაპირას დაკავებულ მწყემსს, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.
,,გორმედში“, სადაც 63 წლის ჯუმბერ ფსიტიძეს Covid 19-ზე ტესტირებისთვის ნიმუში აუღეს, დღეს საღამოს აცნობეს, რომ ლუგარის ცენტრში უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა.
ფსიტიძემ კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ახალუბნის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ჯუმბერ ფსიტიძე დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში კი გაათავისუფლეს. კლინიკაში იგი სამართალდამცავებმა შეიყვანეს. ექიმები აცხადებდნენ, რომ პაციენტს კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა, პროფილაქტიკის მიზნით კვლევები ჩაუტარდა.