გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბნის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალუბნის მკვიდრი დააკავეს.
63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე ორ თანასოფლელთან ერთად სოფლის პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. ორმა მწყემსმა კი გაქცევა შეძლო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.