

კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე, უცხოელი ტურისტი ქვეყანაში ვერ შემოვა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„პირველი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებს კი, რომლებსაც თან არ ექნებათ აღნიშნული დოკუმენტი, PCR-ტესტის ჩატარება აეროპორტში მოუწევთ. ბუნებრივია, განვიხილავთ, რომ შესაძლოა ტურისტების დიდი ნაკადი მივიღოთ, ასეთი შემთხვევების მართვისთვის, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ტესტის პასუხებს ქვეყნის ვიზიტორები სწორედ სასტუმროში დაელოდებიან,“ - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი