გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და ამჟამად, 888 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
stopcov.ge-ს ცნობით, ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 7 პაციენტი განიკურნა და საერთო ჯამში, საქართველოში, კორონავირუსი 731-მა მოქალაქემ დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.