ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა გორში, Covid - 19 ,,ემბავუდის“ მაღაზიის ინფიცირებული თანამშრომლის ქმარს დაუდასტურდა. აღნიშნული პირი ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელია.
გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის ოფისის და გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, მიმდინარეობს ინფიცირებულ პირებთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფთა წრის დადგენა, ასევე, ტარდება ღრმა ეპიდკვლევა.
ბოლო 2 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა დადასტურდა.