

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საჯარო სამსახურში დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას ძალაში ტოვებს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს და ინარჩუნებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმს.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური შრომის პირობებზე 12 მარტიდან გადავიდა. მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ამ დროის განმავლობაში, ჩვეული გრაფიკით აგრძელებენ მუშაობას მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეები, სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. მუნიციპალიტეტის მერიის სხვა თანამშრომლები კი, შესაძლებლობის ფარგლებში, დისტანციური შრომის პირობებით განაგრძობენ მუშაობას.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი