

ახალი კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 837-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3213 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 303 პაციენტი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელდა 697 პირი. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ანანო ხარაიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა აიღო