საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 831 გახდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი - stopcov.ge - ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.
ინფორმაციისთვის, 831 ინფიცირებული პაციენტიდან 694 უკვე გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.