

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. 1944 წელს დაბადებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დაშავებულს გაეწია საჭირო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.
ექიმები აცხადებენ რომ დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს