ერთჯერადი სამედიცინო პირბადე სიცხეში ყოველ 20-30 წუთში უნდა შეიცვალოს. აღნიშნულ რეკომენდაციებს პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები იძლევიან. მედიკოსების თქმით, ზაფხულის სიცხე კოვიდ19-ით ინფიცირების საშიშროებას არ გამორიცხავს. პირიქით, მაღალი ტემპერატურის დროს ადამიანი ოფლიანდება, რაც ბაქტერიების წყარო ხდება, ამიტომ პირბადის ხშირად შეცვლა აუცილებელია. GMnews- გირჩევთ რატომ არ უნდა ვატაროთ მოდური პირბადეები სიცხეში და რით განსხვავდება ისინი სამედიცინო პირბადეებისგან.
მოდური პირბადეები სპეციალური ქსოვილისგანაა დამზადებული, რომელიც ნაკლები სინოტივით გამოირჩევა, თუმცა, ბაქტერიებს ვერ ეწინააღმდეგება. სპეციალისტების თქმით, რესპირატორის არარსებობა დიზაინერების მიერ შექმნილ პირბადეებში Covid-19-ით დაავადების რისკს ზრდის, რადგანაც ვირუსი ზომით ძალიან პატარაა და ქსოვილში შეღწევა ადვილად შეუძლია. ასეთ ნიღაბს შეუძლია, დაგიცვათ მხოლოდ იმ მხრივ, რომ წვეთები არ მოგხვდეთ, თუ ვინმე თქვენს მახლობლად ახველებს. მაგრამ არჩევანის გაკეთებას თუ მაინც ასეთ ატრიბუტზე გადაწყვეტთ, უმჯობესია არ გამოვიყენოთ მუქი ფერის ნიღბები, რომლებიც მზის სხივებს შთანთქავენ. პირბადე უნდა იყოს ღია ფერის და თხელი ბამბისგან დამზადებული. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ პირბადის შეცვლისას აუცილებელია სახე დამუშავდეს ანტისეპტიკური სითხით.