გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 2 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია წუხელ ღამით გავრცელდა, დანარჩენი 6 პირის მონაცემები კი, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge, დღეს აისახა.
ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 3-ით გაიზარდა და დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 686-მა პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმშია 2902 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 249 პირი რჩება.
ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.