

კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა. ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შემდგომი მკურნალობის საკითხი კი, საკონტროლო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გადაწყდება.
„პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, კიდური შენარჩუნებულია, იგეგმება საკონტროლო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და შემდგომ გადაწყდება პაციენტის გადაყვანის საკითხი ქირურგიულ განყოფილებაში.
კლინიკაში შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა მხრის არტერიის დაზიანება და ჩაუტარდა პლასტიკა, არტერიის გადანერგვა. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - განაცხადა გიორგი გივიაშვილმა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ანანო ხარაიშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 60-დან 60 ქულა აიღო