საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყანაში 801 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი - stopcov.ge, ასევე ავრცელებს ინფორმაციას გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულიპაციენტების შესახებაც. ვებ.გვერდის ცნობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 გაიზარდა და ამ დროისთვის, 644-ია.
ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმშია 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირი.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.