11.10.2019 15:25
Microsoft-ი Windows-ის ეკრანზე სვანეთის ფოტოს აყენებს
სვანეთის ფოტოს რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებელი იხილავს. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ადასტურებს.
ფოტოს თან ახლავს აღწერა ,,დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს“.