ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 5 810 331 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გარდაიცვალა 360 332 ადამიანი.
Covid 19-ის გავრცელების მხრივ, ამჟამად ყველაზე რთული მდგომარეობაა აშშ-ში, ბრაზილიასა და რუსეთში.
შეერთებულ შტატებში ინფიცირების 1 721 750 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გარდაცვლილია 101 617 ადამიანი.
უკიდურესად გართულდა მდგომარეობა ბრაზილიაში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 156 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში, ბრაზილიაში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 438 238-ს მიაღწია, გარდაცვლილია 26 754 პაციენტი.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ინფიცირებულია 379 051 ადამიანი და გარდაცვლილია - 4 142.