საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ასევე, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
„8 ივნისიდან, შემდგომი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, რესტორნებს შეეძლებათ სრული დატვირთვით იმუშაონ.
ასევე 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, თუმცა, მხოლოდ ის სასტუმროები, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, 8 ივნისიდან აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლაც.