

გორში, კვერნაქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
30 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი მეუღლემ აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ქალი წინა დღის გარდაცვლილი იყო. ოჯახი კვერნაქის დასახლების ტერიტორიაზე, აბრამიშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ნათესავების ერთ-ერთი ვერსიით, ქალი მოკლულია, მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნება. ახლობლების მეორე ნაწილის ვერსიით, 28 წლის ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რაც შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დანიშნულია ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს