საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 1-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 731 გახდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
ვებ.გვერდის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4- ით გაიზარდა და მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსისგან 526 პაციენტი განიკურნა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 300 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.