კორონავირუსული ინფექციის 2 ახალი სემთხვევა დადასტურდა და საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 730-მდე გაიზარდა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდის - stopcov.ge-ეს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 522 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3076 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 326 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.