

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და საპატიო გორელმა, პროფესორმა ელდარ მამისთვალიშვილმა, საკუთარი სამეცნიერო მონოგრაფიის ახალი, შევსებული გამოცემა ფართო საზოგადოებას გააცნო. „გორის ისტორია“, ავტორმა, დაინტერესებულ პირებს სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში წარუდგინა.
შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაწესებულების მეცნიერ-თანამშრომლები და ავტორის კოლეგები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს, მშობლიური ქალაქისადმი გაწეული ღვაწლის, მუზეუმის ერთგულების, მეგობრობისა და აქტიური თანამშრომლობისთვის, ელდარ მამისთვალაშვილს, ენოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, თინათინ სოსანიძემ მადლობის სიგელი გადასცა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს