საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 671-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 19-ით არის გაზრდილი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში ათია. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 393-მა პაციენტმა დაამარცხა.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსით საქართველოში 12 პაციენტია გარდაცვლილი.