

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და მარტოხელა მოხუცებს სურსათითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფენ.
ამჯერად, მხარის გუბერნატორმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - მეღვრეკისსა და ერგნეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა და სასურსათო პაკეტები გადასცა.
,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების პარალელურად, გრძელდება მარტოხელა მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. ეს კი, ხშირ შემთხვევაში, კერძო კომპანიების თანამონაწილეობით ხორციელდება. კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ პირობებში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა”, - აღნიშნა გიგი ხოჯევანიშვილმა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი