

Covid 19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 647 გახდა.
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 23 ერთეულით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. მთლიანობაში, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4373 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 386 პაციენტი, 11 გარდაიცვალა.
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი