ექვსიდან უკვე მესამე ონლაინ ტურნირი მოიგო უკანასკნელ ხანს გორელმა დიდოსტატმა დავით მაღალაშვილმა ელვისებურ ჭადრაკში.
მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ტურნირები შეწყდა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ორგანიზება გაუწია 6 ონლაინ ტურნირს ელვისებურ ჭადრაკში და უკვე მესამედ არავის დაუთმო პირველობა მაღალაშვილმა.
მაღალაშვილმა ამჯერად 10-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო უშუალო მდევარს გიგა ყუფარაძეს. 7-7 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები თორნიკე სანიკიძემ და რამაზ ენდელაძემ გაიყვეს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ