საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 635-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ.გვერდი - stopcov.ge ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, საქართველოში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 309-ს მიაღწია.
კარანტინში იმყოფება 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 452 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა.