თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონაში მოთავსებული 72 წლის კოვიდინფიცირებული ქალი დღეს გარდაიცვალა.
კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტს, რომელსაც მკურნალობა 14 აპრილიდან უტარდებოდა, აღნიშნებოდა ქრონიკული პათოლოგიები - გულის უკმარისობა, მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე.
ახალი კორონავირუსით საქართველოში ინფიცირებულია 582 ადამიანი.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის - stopcov.ge. ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი.
ამ დროსითვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 5125 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 551 პაციენტი.
გარდაცვლილია 8 პაციენტი.