საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებული კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 207-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge განთავსდა.
ვებგვერდის ინფორმაციითვე, დილიდან არ გაზრდილა ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 566 ადამიანი, კარანტინში იმყოფება 5320 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 548 პაციენტი, 6 ადამიანი გარდაიცვალა.