საქართველოში კორონავირუსისგან 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ვებ.გვერდის ცნობით კარანტინშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.
მონაცემების განახლებისას, საიტზე არ შეცვლილა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა და ამ დროსითვის კორონავირუსით ინფიცირების კვლავ 539 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 184 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.