საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და ამ დროისთვის, 539-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ.გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. როგორც ცნობილია, ახლადდადასტურებული 22 შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, სვანეთიდან - 3 და დანარჩენი კი, ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.
ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი რჩება.
ინფორმაციისთვის, 539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.