თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროსი მედდა, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, სტაციონარსია მოთავსებული. ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან კი დადგენილია ინფიცირებულთან პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირთა წრე. ყველა მათგანს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა, პარალელურად, 8 პირის ნიმუშები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირების ფაქტი მედ.პერსონალის გეგმიური PCR ტესტირებისას გამოვლინდა.