საზოგადოება
27.11.2026 16:11
ინდმეწარმე, რომელიც ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს ამუშავებდა, დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა

გორის მინიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდივიდუალური მეწარმე თ. ს.-ის კუთვნილი ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. არაგეგმიური ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამასთან, ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

„გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდა. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ და არ აწარმოონ სურსათი შესაბამისი აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები