საზოგადოება
27.11.2026 15:00
ატენის საჯარო სკოლაში ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

სკოლის ექიმად მუშაობისთვის კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: „პედიატრია“; „საოჯახო მედიცინა“; „ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი“. სასურველია, ასევე ჰქონდეს მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;

უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 900-960 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

 

კვირის ამბები