

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩში „გორი“ „თელავს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა, რომელიც თბილისში ჩატარდა, გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში დუბლი გიორგი კურმაშვილმა შეასრულა. რაც შეეხება „თელავს“, გორელთა კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ტატო ჟივიძეა.
მომდევნო შეხვედრას გორის გუნდი 30 ნოემბერს გამართავს, სადაც „გარეჯს“ დაუპირისპირდება. თამაში 18:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი