

2026 წლის საშემოდგომო მიღებაზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 1-ელ დეკემბერს დაიწყება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, ამ ეტაპზე ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აპლიკანტთა ჩარიცხვის საბოლოო შედეგები უკვე გამოქვეყნებულია ონლაინ პლატფორმაზე - vet.ge. თითოეულ მსურველს საკუთარი სტატუსისა და ჩარიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება პირად სარეგისტრაციო სივრცეში, განყოფილებაში „შედეგები“, შეუძლია.
„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს ჩარიცხვის პროცესის სრულად ავტომატიზებულ წარმართვას, რეიტინგული სიების ფორმირებასა და შედეგების დროულ, გამჭვირვალე ხელმისაწვდომობას, რაც აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, ინფორმაციას მარტივად და შეუფერხებლად გაეცნონ“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი