

გორის სპორტის სასახლე კალათბურთში გიორგი დარბაიძის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს.
შეჯიბრი საკალათბურთო კლუბ „ივერიონი - გორის“ ორგანიზებით ჩატარდება და გორის, ახალციხის, თელავის და ქუთაისის გუნდები იასპარეზებენ.
ნახევარფინალური მატჩები 27 ნოემბერს გაიმართება. „ახალციხე“ „თელავის“ დაპირისპირება 17:00, ხოლო „ივერიონი“ „ქუთაისის“ საკალათბურთო შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ფინალურ პაექრობებს, 28 ნოემბერს გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩი 16:00 საათზე და ფინალური ორთაბრძოლა 18:00 საათზე დაიწყება.
საკალათბურთო მატჩებზე დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის, კალათბურთის მწვრთნელი გიორგი დარბაიძე 2024 წლის დეკემბერში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი