
არჩილ ოლგესაშვილის და ბაჩო ცხადაძის ხელმძღვანელობით, გორის 17-წლამდე საფეხბურთო გუნდი მომდევნო სეზონში ვერცხლის ლიგაში იასპარეზებს.
როგორც საფეხბურთო სკოლის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, გუნდი მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა და წარმატებას სადებიუტო სეზონშივე მიაღწია.
გუნდმა ვერცხლის ლიგის საგზური ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა.
„ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს წარმატებულ სადებიუტო სეზონს და ვუსურვებთ წარმატებებს ვერცხლის ლიგაში“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: დავით ბალაშვილი, გეგა გიგაური, ლუკა მარიამიძე, მათე თედეევი, ლუკა კოკოზაშვილი, ნიკოლოზ ქესანაშვილი, ლადო მირაზანაშვილი, გიორგი გიუნაშვილი, მათე კეღოშვილი, ალექსანდრე რაზმაძე, სერგი მერაბიანი, გიორგი გიუნაშვილი, მერაბ ბაბუციძე, გიგი შავშიშვილი, კახი წკრიალაშვილი, შალვა სადათერაშვილი, ნიკოლოზ ახობაძე, დაჩი მღებრიშვილი, ნიკოლოზ ნიკოლეიშვილი, თენგო მაზმიშვილი, დავით გოგიაშვილი, ივანე რაზმაძე, ილია კესოვი, სანდრო ოქროპირიძე.