სპორტი
25.11.2026 14:21
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექციაზე მსურველთა მიღება მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის  კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სექციაზე მსურველთა მიღება გრძელდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სპორტულ აქტივობაში ჩართვა 7 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ვარჯიშები კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს ჩატარდება, მეცადინეობები კი 10:00 საათზე დაიწყება.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ადამინისტრაციას (სტალინის ქუჩა  №11) უნდა მიმართონ.

კვირის ამბები