საზოგადოება
25.11.2026 12:27
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

25 ნოემბერს მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მსხვერპლთა მხარდაჭერა და ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა.

თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს ოფიციალურად დააწესა და დომინიკელთა რესპუბლიკაში მხოვრები სამი დის - პატრია, მინერვა და მარია ტერეზა მირაბალების ხსოვნას უკავშირდება, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და 1960 წლის 25 ნოემბერს მოკლეს.

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მესამე ქალი ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება და, ამდენად, უფლებადამცველების თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოშიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

რაც შეეხება ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერ სერვისებს, საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სხვადასხვა მექანიზმი მოქმედებს, მათ შორის, თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები, ასევე, მათთვის უფასოა იურიდიული და ფსიქოლოგიური მომსახურება. მოქმედებს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების უფასო, ანონიმური და 24-საათიანი ცხელი ხაზი - 116 006, გადაუდებელი საფრთხის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ 112-ზე.

კრიზისული ცენტრი გორშიც ფუნქციონირებს, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ  ფსიქოლოგიური, სოციალური, სამედიცინო და სამართლებრივი დახმარება მიიღონ.

„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთი დღის აღნიშვნით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა, დროული რეაგირება და ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხო გარემოსა და დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, დღეიდან, 25 ნოემბრიდან, მსოფლიოში კამპანია - „16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ დაიწყო, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს -10 დეკემბერს სრულდება. აქტივობას 187 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია კი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე“, - აღნიშნავენ უფლებადამცველები.

თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წელს ოფიციალურად დააწესა და დომინიკელთა რესპუბლიკაში მხოვრები სამი დის - პატრია, მინერვა და მარია ტერეზა მირაბალების ხსოვნას უკავშირდება, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ და 1960 წლის 25 ნოემბერს მოკლეს.

 

კვირის ამბები